ავტომობილის ზედაპირის პროფესიონალური დაცვა
ფასი ₾700-დან
პრემიუმ ნანოკერამიკური საფარი ქმნის გრძელვადიან ჰიბროფობურ დამცავ ფენას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იცავს ლაქ საღებავის საფარს.
კერამიკული საფარი არ არის უბრალოდ ბზინვარება რეცხვის შემდეგ. ეს არის კვარცის ქიმიის თხელი ფენა, რომელიც ლაქს უკავშირდება და საკუთარ თავზე იღებს იმას, რაც სხვა შემთხვევაში ქარხნულ საფარს ანადგურებს: ულტრაიისფერ სხივებს, სამუხრუჭე მტვერს, რეაგენტებს, ფრინველის ნარჩენებს. ძლებს წლებს, მაგრამ შედეგი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რა გაკეთდა ძარაზე დაფარვამდე.
საღებავის საფარის სრული წმენდისა და პოლირების შემდეგ, მწარმოებლების მიერ შემუშავებული რეგლამენტების სრული დაცვით ვუსვამთ პროფესიონალურ ნანოკერამიკულ დაფარვას. შემადგენლობა ქიმიურად ერთიანდება ლაქის ზედაპირთან და ქმნის მყარ, მინისებურ დამცავ ფენას, რომელიც გამოირჩევა მაღალი გამძლეობით გარე ზემოქმედების მიმართ.
ქმნის 9H სიმტკიცის დამცავ ფენას, რომელიც იცავს ზედაპირს ულტრაიისფერი სხივებისგან, სამუხრუჭე ხუნდების მტვრისგან, გზის ქიმიური მინარევებისგან და სხვა აგრესიული ფაქტორებისგან.
მათთვის, ვინც ყოველდღე მოძრაობს და მანქანას თავად ან ჩვეულებრივ სამრეცხაოში რეცხავს. კერამიკა ზედაპირს ჰიდროფობურს ხდის: ჭუჭყი ნაკლებად ეკვრის, რეცხვა ნაკლებ დროს იკავებს და ლაქს ნაკლებად აზიანებს.
მათთვის, ვინც ახალი მანქანა აიყვანა. ახალ ლაქზე მომზადება მინიმალურია და საფარი ქარხნულ მდგომარეობას ინახავს, და არა იმას, რაც ორ წელიწადში დარჩება.
მათთვის, ვინც ერთ-ორ წელიწადში ყიდის მანქანას: მოვლილი ძარა პირდაპირ აისახება ფასზე დათვალიერებისას.
კერამიკის ღირებულება თითქმის ყოველთვის მომზადების ღირებულებაა. შემადგენლობის დატანა რამდენიმე საათს იკავებს, ლაქის წესრიგში მოყვანას კი ორი დღეც შეიძლება დასჭირდეს.
ჩვენ ძარას სპეციალურ განათებაზე ვათვალიერებთ და თანხას დათვალიერების შემდეგ ვასახელებთ: სადმე საკმარისია რეცხვა და გაუცხიმოვნება, სადმე საჭიროა სრულფასოვანი კორექცია ორ-სამ გავლაში. ₾700-დან რამდენიმე ათას ლარამდე სხვაობა მომზადებაშია და არა შემადგენლობაში.
პირველი დღე-ღამე მანქანის დასველება არ შეიძლება: შემადგენლობა პოლიმერიზდება. პირველი ორი კვირა — ავტომატური სამრეცხაოების და აგრესიული ქიმიის გარეშე.
შემდეგ ჩვეულებრივი რეჟიმი: უკონტაქტო რეცხვა PH-ნეიტრალური შამპუნით. ნახევარ წელიწადში ერთხელ ღირს დათვალიერებაზე შემოსვლა — შევამოწმებთ ჰიდროფობურობას და საჭიროების შემთხვევაში განვაახლებთ ზედა ფენას.
ორიდან ხუთ წლამდე. სხვაობა დამოკიდებულია შემადგენლობაზე, იმაზე, როგორ ირეცხება მანქანა, და გარბენზე. ქალაქში ყოველდღიური ექსპლუატაცია ზამთრის რეაგენტებით საფარს უფრო სწრაფად ცვეთს.
თითქმის ყოველთვის. კერამიკა ლაქის იმ მდგომარეობას ლუქავს, რომელიც დატანის მომენტშია: ხაზები და ნაკაწრები საფარის ქვეშ დარჩება და გამოჩნდება. ახალ მანქანაზე მომზადება მინიმალურია.
არა. ეს არის ქიმიური დაცვა ულტრაიისფერისგან, რეაგენტებისა და ჭუჭყისგან, და არა მექანიკური. ქვებისგან და ჩიპებისგან იცავს პოლიურეთანის ფირი PPF — მათ ხშირად ერთად აკეთებენ: ფირი რისკის ზონებზე, კერამიკა ზემოდან მთელ ძარაზე.
შეიძლება, მაგრამ არა ავტომატურ ტონელებში ჯაგრისებით — ისინი საფარზე ნაკაწრებს ტოვებენ. უკონტაქტო რეცხვა ნეიტრალური შამპუნით მომსახურების ვადას მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.
ყველა სერვისი · დითეილინგის ფასები თბილისში | AUDITORIA DETAILING
AUDITORIA DETAILING
მისამართი: ილია ჭავჭავაძის 83, თბილისი
სამუშაო საათები: ორშ-შაბ 11:00–20:00